Skip to content
28/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო

მარშალ პრესი 28/07/2026
550

საქართველოს თავდაცვის უწყების გუნდებს შორის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატმა „3X3 კალათბურთში“ სტარტი აიღო. ტურნირში სულ 19 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ორი გუნდი – სამოქალაქო ოფისიდან.

ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც სტრუქტურული ერთეულების პირველადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან. საფინალო ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები 5 და 6 აგვისტოს ქუთაისში იასპარეზებენ. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ფინალურ ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პარაკალათბურთში საჩვენებელი თამაშიც გაიმართება.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის „3X3 კალათბურთში“ ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ყოველ წელს ტარდება.

Post navigation

Previous: ედიშერ გვენეტაძე: აშშ-ის უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ
Next: თამარ ჩიბურდანიძე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდები აფუძნებენ ეროვნულ მოძრაობას. სწორედ ეს იყო მისაღწევი!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.