Skip to content
28/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ედიშერ გვენეტაძე: აშშ-ის უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ

მარშალ პრესი 28/07/2026
EDISHER

საქართველოში დღევანდელი აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ირკვევა, რომ სამწუხაროდ უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში დიდი ხანია წამოწყებულ და მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას. ეს იმ დროს, როდესაც თავად ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, აშშ-ის საელჩოს განცხადებიდან ჩანს, რომ როგორც კი იგრძნეს, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს კანონის და ბრძოლის გამკაცრებამ იმათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას და მის ისტორიას, კულტურასა თუ ტრადიციებს მიზანმიმართულად შეურაცხყოფს, მაშინვე დაიცვეს „წლების მანძილზე თავისივე ნაკვები უძღები ანტიქართულად მეტყველი და მოქმედი შვილები“.

„ამიტომ საბოლოოდ მყარდება აზრი იმის შესახებ , რომ სამწუხაროდ დონალდ ტრამპის სახელმწიფოებრივი რეფორმები არ შეხებია ჩვენთან მდებარე ამ უმნიშვნელოვანეს დაწესებულებას. არადა, როგორი იმედი ჰქონდა ამ პროცესის სამართლიანად და შედეგიანად წარმართვის ქართულ საზოგადოებას.

განცხადებიდან სჩანს, როგორც კი იგრძნეს საელჩოში ბაიდენისებურად მომუშავე და მათზე ზემდგომმა ბიუროკრატებმა თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მათი საქმიანობისათვის საქართველოში კანონისა და ბრძოლის გამკაცრებამ, იმათ მიმართ ვინც შეგნებულად, მიზანმიმართულად, დავალებით, გინებისა და ბილწსიტყვაობის მეშვეობით შეურაცხყოფასა და ზიანს აყენებენ ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ადამიანებს. მაშინვე მიმართეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ არაერთგზის ნაცად ხერხს და უმალ მიღებული განცხადებით (გახსოვთ ალბათ მაშინდელი სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დღეში რამდენ განცხადებას აკეთებდა საქართველოზე) დაიცვეს წლების მანძილზე თავისივე ნაკვები უძღები ანტიქართულად მეტყველი და მოქმედი შვილები.

ვერაფერს იტყვი. დიდი გამოცდილება აქვთ და მკაფიოდ იციან, რომ თუ წყალს ვერ აამღვრევ ისე მასში თევზის ჭერა ძნელია,“ – წერს გვენეტაძე.

Post navigation

Previous: ლადო სადღობელაშვილი: თავს „ლიბერალებად“ და „ქალთა უფლებების დამცველებად“ აცხადებენ და ამავდროულად, ბულინგისა და ლაფის შესხმის კამპანიას აწყობენ ქალის წინააღმდეგ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის გიორგი ქართველიშვილის მეუღლეა. აშკარად ჩანს მათი ნამდვილი სახე
Next: გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.