Skip to content
27/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა

მარშალ პრესი 27/07/2026
zaal anjaparidze

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ სახალხო მოძრაობის დაფუძნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ლოგიკამ გააჩინა აღნიშნული მოძრაობის ჩამოყალიბების საჭიროება.

„MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ ახალი “სახალხო მოძრაობის” დაფუძნებაზე დიდი და პატარა „აკაცუკების“ რეაქციებმა გამახსენა ვარლამ არავიძის ფრაზა: „დაფრთხნენ მოხუცები!?“ ცნობილი ფილმიდან „მონანიება.“
თუკი ირონიის გარეშე შევხედავთ, გვაქვს სიტუაცია, როდესაც „ქვას შეხვდა ქვა.“ მე თუ მკითხავთ, არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი.
დიახ, ეს საქართველოა თავის კულტურულ-ცნობიერი ლიბერალური და კონსერვატიული პარადიგმებით.“- წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ოდნავადაც ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ბრძოლაში მარტოა! ქართველი ერი ადეკვატურ პასუხს გაგცემთ!
Next: დიდუბის რაიონში დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.