რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, – განუცხადა „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევამ მაჭავარიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლის თაობაზე.
მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ მინიმუმ ის ტყუილები წაიშალა, რომლებიც ვებგვერდზე წლინახევრის განმავლობაში იყო განთავსებული, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილი ახლაც საქართველოს პრეზიდენტია.
„პოზიტიური სიგნალია, რა თქმა უნდა, ჩვენ ამჩატება არ გვჩვევია, უნდა დაველოდოთ როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით, რა ნაბიჯებს გადადგამენ ისინი.
ბატონ ფიშერს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სამარცხვინო ადამიანი გახლდათ. მას ბინა ჰქონდა ნაქირავები მამუკა ხაზარაძისგან. ის ჩამოყალიბდა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად, კარგად გვახსოვს, როგორ დადიოდა სასამართლო პროცესებზე, ზეწოლას ახდენდა მოსამართლეებზე, პოზირებდა სიტყვა „მონის“ ფონზე.
ასევე ბატონი ფიშერი იყო ადამიანი, რომელიც ფოტოებს იღებდა ყველაზე ექსტრემისტ აქტივისტებთან და შემდეგ აქვეყნებდა თავის სოციალურ გვერდზე, რომ თითქოს ისინი არიან საქართველოს მომავალი. ის არის ადამიანი, რომელმაც სამარცხვინოდ გააპარა ნინო ლომჯარია საელჩოდან საკუთარი ავტომობილით, ვიხილეთ სასაცილო სცენა, რომელიც ელჩს, მინიმუმ, არ შეეფერება. ის არის ადამიანი, რომელიც დადიოდა ანტისამთავრობო მიტინგებზე“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
