Skip to content
27/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

განათლების სამინისტრომ სასკოლო პიჯაკის ღირებულება – 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით განსაზღვრა

მარშალ პრესი 26/07/2026
skolis forma

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა.

უწყების ცნობით, სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით.

2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების სამინისტრო შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს. განათლების მინისტრის, გივი მინქანაძის განცხადებით, სამინისტროს მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად მოწოდებულ იქნება ფორმები მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვისაც.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს.

Post navigation

Previous: ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ. თუმცა, ბოდიშით, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა “რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში”
Next: ლევან მაჭავარიანი გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, დაველოდოთ, როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.