Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე, სადაც დღეს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

მარშალ პრესი 08/07/2022
შსს მკვ

თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე, სადაც დღეს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

58 წლის მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 65 წლის მამაკაცი. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

წინასწარი ცნობით, დაზიანებები გარდაცვლილს ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. დანაშაულის იარაღია ჩაქუჩი.

შემთხვევის დროს სახლში ცოლ-ქმრის გარდა მათი შვილიც იმყოფებოდა. როგორც ერთ-ერთმა მეზობელმა თქვა, დილით დაინახა სოფლიდან დაბრუნებული გარდაცვლილი ქალი შვილთან ერთად. ორი საათის შემდეგ კი გაიგო პოლიციელისგან, რომ მისი მეზობელი ქალი მოკლული იყო. როგორც მეზობლები ამბობენ, ხმაური ბრალდებულის სახლიდან არ გაუგიათ. მათივე თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის შესახებ არასდროს სმენიათ.

პოლიცია მოკლულ ქალს არასდროს გამოუძახებია და დაკავებულს შემაკავებელი ორდერი არ ჰქონია.

მოკლული ქალი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ბრალდებული კი, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მეზობლების დახასიათებით ბრალდებული აგრესიული არ ყოფილა. ელიავას ბაზრობაზე საქმიანობდა, სადაც ავტომანქანის ნაწილებს ყიდდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Continue Reading

Previous: ალეკო ელისაშვილი – პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში, ზოგიერთი ოპოზიციონერი დადიოდა და ეხვეწებოდა, მანქანა დამინიშნეო
Next: “სირცხვილია” ბოდიშს იხდის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025