Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი – პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში, ზოგიერთი ოპოზიციონერი დადიოდა და ეხვეწებოდა, მანქანა დამინიშნეო

მარშალ პრესი 08/07/2022
ალეკო ელისაშვილი

ის ოპოზიციონერები, ახლა რომ იძახიან, თურმე სათოფეზე არ გაეკარებიან პაპუაშვილის კაბინეტს, მშვენივრად დაცუნცულებენ, როცა საკუთარი მატერიალური, ტექნიკური და პირადი საკითხების მოსაგვარებლად სჭირდებათ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეტი სერიოზულობაა საჭირო, როცა საკითხი ეხება სახელმწიფოს.

„ჩემთვის აუხსნელი და გაუგებარია, ჩვენს პოლიტიკოსებში საბავშვო ბაღიდან გამოყოლილი ცუდი ზნე – არ დავჯდები, ამაზე არ ვილაპარაკებ, არ შევხვდები. ბოდიშს ვიხდი, დეტალების თქმა არ მინდა, მაგრამ როცა საკუთარი მატერიალური, ტექნიკური და პირადი საკითხების მოსაგვარებლად სჭირდებათ, ის ოპოზიციონერი დეპუტატები მშვენივრად დაცუნცულებენ პაპუაშვილის კაბინეტში. სწორედ ისინი, ახლა რომ იძახიან, თურმე სათოფეზე არ გაეკარებიან პაპუაშვილის კაბინეტს. საკითხი სახელმწიფოს ეხება და ნუ მაიმუნობენ, ცოტა სერიოზულობა გამოიჩინონ. ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი არ გვქონია და როგორც ჩანს, ამას ვერავინ ვიაზრებთ. თავისი პირადი ინტერესებისთვის კარგად დადიან და ატალახებული აქვთ პაპუაშვილის კარი. პაპუაშვილის კაბინეტში კარგად დაძვრებიან, ეს პირადი რაღაცები სჭირდებათ. ახლა გაახსენდათ, რომ პაპუაშვილთან შეხვედრა თურმე არ შეიძლება და კეთროვანია.

დადიან მატერიალურ-ტექნიკურ საჭიროებებზე, ვიღაცას მანქანის დანიშვნა უნდა, ვიღაცას ძველი ხელფასების ჩარიცხვა იმ დროზე, როცა არ დადიოდნენ და ბოიკოტში იყვნენ, ამოიღეთ დოკუმენტებით. ვის უნდოდა მანქანა? – არავის არ მისცა, მაგრამ ძალიანაც უნდოდა ზოგიერთ ოპოზიციონერს, დადიოდა და ეხვეწებოდა მანქანა დამინიშნეო. მაგაზე ხომ დადიოდნენ?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Post navigation

Previous: ვიქტორ ყიფიანი – ძირითადი შეტევა მიტანილი იყო იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი, საუბარი, რომ სადმე სხვაგან, სანქციის სახით ივანიშვილის უფლებები შეიბოჭება, საფუძველს მოკლებულია
Next: თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე, სადაც დღეს მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.