Skip to content
24/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის ღირსეული, ღვაწლმოსილი, ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება!

მარშალ პრესი 24/07/2026
mikheil kavelashvili

რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენთვის – ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, ან რა უნდა ამიხსნან, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება! – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საუბრისას.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სიძულვილის ენა საქართველოს მოსახლეობისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება.

“როგორც შეუძლებელი იყო და ბოდიშს ვიხდი, რომ ბევრის უფლება მივეცით ჩვენს უწმინდესს ასეთ შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ და აყენებენ დღესაც ჩვენს ეკლესიას და საპატრიარქოს და მათ რიგებში იდგა, ჩამობრძანდა ერთ-ერთი გერმანელი დეპუტატი და პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომ ეს არის თქვენი დამაბრკოლებელი თითქოს განვითარების.

ამას ვერ ეღირსებიან! ჩემმა წინაპარმა ამდენი იწვალა, იომა, იბრძოლა იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყო და მე ჩემს თავს მივცე უფლება და ვიღაცის დაკვეთაზე, ან ვიღაცას მოეწონება თუ არ მოეწონება, იმის მიხედვით განვახორციელო ჩემი პოლიტიკა? ეს დამთავრებული ეტაპია.

უბრალოდ, ვიღაცეებმა შეიგნეს და დაგვიდგნენ გვერდზე და საზომი გითხარით, სად არის დღეს ძირითადი ნაწილი ქართველი საზოგადოების და ეს ნაწილი ერთია, რომელიც ესწრებოდა ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების დღეებს და პირდაპირ ჩანს ამ საზოგადოების განწყობა. იმიტომ, რომ ის სიძულვილის ენა, დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებში მიუღებელი იქნება ყოველთვის, ვინც არ უნდა იყოს.

ვერ გადააკეთებენ ქართველ ადამიანს, ეს შეიგნონ, ვერცერთი ამ ტექნოლოგიური პოდკასტებით და ამ რაღაცა თითქოს თავისუფლების ეგიდით რაღაცა თემების შემოტანით.“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ე.წ. იუმორისტი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არა მარტო კონკრეტულ ადამიანს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეეხო, არამედ, უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა – გიორგი ქართველიშვილი
Next: ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულისთვის პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.