Skip to content
24/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ე.წ. იუმორისტი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არა მარტო კონკრეტულ ადამიანს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეეხო, არამედ, უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა – გიორგი ქართველიშვილი

მარშალ პრესი 24/07/2026
giorgi kartvelishvili

ნიკო არის ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, არავისთან ჰქონია კონფლიქტი, ძალიან ტრადიციულ ოჯახშია აღზრდილი. ნიკო არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, – განაცხადა ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ნიკო ხურცილავას მეგობარმა, გიორგი ქართველიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ხურცილავამ დაინახა, რომ ოქრიაშვილი არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს, არამედ მთლიანად ქვეყნის ისტორიას შეეხო, მას ჰქონდა ის რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა, თუმცა, მისივე განცხადებით, ნიკო ხურცილავა მზად არის, ციხეშიც ჩაჯდეს.

,,როცა დაინახა, რომ თავის ქვეყანას შეეხო ადამიანი და თავისი ქვეყნის ისტორიას და ეს ადამიანი შეხვდა უბრალოდ ქუჩაში, გამოხატა ის რეაგირება, რაც გამოხატა და რაც მოხდა, მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ნიკოს თავი არ აურიდებია, გამოცხადდა პოლიციაში რამდენიმე საათში და მზად არის, თუ საჭირო იქნება, თავის ქვეყნისთვის ციხეშიც ჩაჯდეს.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა უძღოდა წინ ამ ფაქტს. ე.წ. იუმორისტი,რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეეხო, არამედ, უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა. თუ გადავხედავთ მის ,,მოღვაწეობას”, თუ რას აკეთებს გადაცემებში, ის ეხება ჩვენს ქართულ იდენტობას, ეკლესიები“, – განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: დიმიტრი სამხარაძე: მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!
Next: რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის ღირსეული, ღვაწლმოსილი, ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.