Skip to content
24/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ მანიაკის გამოისობით ბავშვობა გამიმწარეს – გიორგი ზერეკიძე სააკაშვილზე

მარშალ პრესი 23/07/2026
giorgi zerekidze

ამ მანიაკის გამოისობით ბავშვობა გამიმწარეს, სამაგალითოდ დამსაჯეს ჩემი შეცდომის გამო, კვირაში სამჯერ პრეზიდენტი კაცი გამოდიოდა და როგორც უკანასკნელ დამნაშავეს და კრიმინალს 14 წლის ბავშვს ისე მომიხსენიებდა, მთელი სისტემა ჩემს წინააღმდეგ იყო დაგეშილი, ცხოვრება დამიმახინჯეს, – ამ სიტყვებით ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, სადაც მან ზერეკიძე მოიხსენია, როგორც – „ვერელი თინეიჯერი კრიმინალი“. ზერეკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერს არ ნანობს და დაუფიქრებლად იგივე უბედურებას დაატეხავს ერს შანსი რომ მიეცეთ.

„ამ მანიაკის გამოისობით ბავშვობა გამიმწარეს, სამაგალითოდ დამსაჯეს ჩემი შეცდომის გამო, კვირაში სამჯერ პრეზიდენტი კაცი გამოდიოდა და როგორც უკანასკნელ დამნაშავეს და კრიმინალს 14 წლის ბავშვს ისე მომიხსენიებდა, მთელი სისტემა ჩემს წინააღმდეგ იყო დაგეშილი, ცხოვრება დამიმახინჯეს, მამაჩემი, რომელიც უდანაშაულოდ დაიჭირეს და ციხეში მოკლეს და ისევ მე მოვყავარ კრიმინალის მაგალითად.

სწორედ ამაზე ვწერდი წინა სტატუსში რომ არაფერს არ ნანობენ და შანსი რომ მიეცეთ ერთმანეთზე დაგვმარხავენ, გეგონება არ მეყო რაც გადამატანინეს, გეგონება ცოტახანი ვიჯექი ციხეში, გეგონება ის წამება და ტანჯვა რაც გამატარეს არ იყოს საკმარისი… ზუსტად ამიტომ მივუძღვნი მთელ დარჩენილ ცხოვრებას იმას რომ ნაცმა ვერ გაიხაროს, არ გაიხაროს და ამოიძირკვოს ბოლო ნაცამდე. შე არაკაცო და ფარჩაკო, შე არაჟნის კონტეინერით შემოძურწულო მანიაკო, შენ არ უნდა გეღირსოს არასდროს სუფთა ჰაერი, მანდ უნდა იყო შენი ბინძური, არაკაცური სიცოცხლის ბოლომდე, მე იმ კაცის დედას შევე@ი ვინც გიულიში შეყო და შენ გაგაკეთა, კაცმა რო არ იცის კიდე ვინ გაგაკეთა, ფუ შენი,“- წერს ზერეკიძე.

Post navigation

Previous: ვახო სანაია ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს
Next: გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილმა მხოლოდ მას შემდეგ გააკრიტიკა ეკა გიგაური, რაც ის მას პირადად შეეხო და ამის გამო თქვა სააკაშვილმა ის, რასაც ჩვენ წლებია ვამბობთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.