Skip to content
24/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვახო სანაია ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს

მარშალ პრესი 23/07/2026
IRAKLI KOBAKHIDZE

ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ვახო სანაიას დაკავებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება არ იცავს უხეშ შეურაცხყოფას.

„რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, შეგიძლიათ, წაიკითხოთ სახელმძღვანელოები, სადაც წერია, რომ გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით არ არის დაცული და მოცული ადამიანის უხეში შეურაცხყოფა. საერთოდ არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება უხეშ შეურაცხყოფას, შესაბამისად, აქ ფორმალურადაც კი არასწორად მსჯელობენ კონკრეტული ადამიანები. მათ აქვთ პოლიტიკური დაკვეთა და ეს პოლიტიკური დაკვეთა არის ის, რომ საქართველოში გააღვივონ ხელოვნურად სიძულვილი, დაპირისპირება, უნდა შექმნან აგრესიული გარემო. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ არავის მივცეთ გარედან ხელოვნურად საქართველოში აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება.

აქ ფორმალურ სტატუსებს მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად ადამიანს ერქმევა ჟურნალისტი, თუ რაიმე სხვა, არავის უნდა მივცეთ აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და ამ შემთხვევაშიც სწორედ ასე თანასწორად იმოქმედა შესაბამისმა უწყებამ, შსს-ს შესაბამისმა დეპარტამენტმა. ამ დეპარტამენტის საქმიანობა არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან საქმე ეხება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანას, ჩვენ არავის მივცემთ გარედან სიძულვილის და აგრესიის თავსმოხვევის საშუალებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ონისე ოქრიაშვილის ცემაში ბრალდებული ციხიდან წერილს ავრცელებს
Next: ამ მანიაკის გამოისობით ბავშვობა გამიმწარეს – გიორგი ზერეკიძე სააკაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.