Skip to content
24/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: აბა თუ გახსოვთ, სად იყო “სწიოპა” როცა გირგვლიანი აწამეს, როცა ვაზაგაშვილი და რობაქიძე დახვრიტეს?

მარშალ პრესი 23/07/2026
LEVAN NIKOLEISHVILI

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ლევან ნიკოლეიშვილი, მომღერალ, სტეფანე მღებრიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ხელისუფლებამ “ ქვეყანა ჯოჯოხეთად აქცია.”

ნიკოლეიშვილი საზოგადოებას რიტორიკული კითხვით მიმართავს თუ სად იყო სტეფანე მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმმა გირგვლიანს, ვაზაგაშვილს, რობაქიძესა და სხვა მრავალ ახალგაზრდას სიცოცხლე წაართვა. ის თავადვე სცემს კითხავს პასუხს და აცხადებს, რომ სტეფანე ამ დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და სააკაშვილის მხარდამჭერთათვის დასარიგებელ ფულს დაატარებდა.

“აბა თუ გახსოვთ, სად იყო სწიოპა როცა გირგვლიანი აწამეს და შემდეგ პოლიციელები შეიწყალეს, როცა ვაზაგაშვილი და რობაქიძე დახვრიტეს, როცა ნავთლუღში სამ აჭარელს სიცოცხლე ტყვიამფრქვევებით წაართვეს, როცა ციხეებში პატიმრები აწამეს და სულში ჩააფურთხეს, როცა ბიზნესი დააწიოკეს და ხალხი სახლებიდან გამოყარეს? სად იყო სწიოპა და სააკაშვილის და ნაცების უკანალში იყო თავით გარჭობილი და თრიაქით გაბრუებული, ჩანთით დაატარებდა ფულს, მისნაირი მიშარასტებისთვის დასარიგებლად…”- წერს ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: მე-2 ქვეითმა ბრიგადამ 34 წლის იუბილე აღნიშნა
Next: ონისე ოქრიაშვილის ცემაში ბრალდებული ციხიდან წერილს ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.