Skip to content
24/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მე-2 ქვეითმა ბრიგადამ 34 წლის იუბილე აღნიშნა

მარშალ პრესი 23/07/2026
550

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 34 წლის იუბილე სენაკში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ტერიტორიაზე აღინიშნა. სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა.

ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს ქვედანაყოფის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ უწყებისთვის მნიშვნელოვანია მე-2 ქვეითი ბრიგადის გაძლიერება, სამხედროების პროფესიონალიზმის კიდევ უფრო ამაღლება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვა. გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საკუთარ სიტყვაში თავდაცვის ძალებისთვის ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე სამხედროები უწყებრივი მედლებით: „გენერალი კვინიტაძე“ და „გიორგი ანწუხელიძე“, ასევე ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. სამხედროებმა და მოწვეულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, სამშვიდობო მისიებში, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედროებისთვის ახლადმოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერეს და სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე 23-ე ბატალიონის ასეულის დონის სიტუაციურ სიმულაციურ სწავლებას დაესწრნენ.

მე-2 ქვეითი ბრიგადის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – სინგაპურში ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას
Next: ლევან ნიკოლეიშვილი: აბა თუ გახსოვთ, სად იყო “სწიოპა” როცა გირგვლიანი აწამეს, როცა ვაზაგაშვილი და რობაქიძე დახვრიტეს?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.