Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკომისია უკრაინისთვის გამოყოფილ $1.5-მილიარდიან სესხს ბლოკავს

მარშალ პრესი 08/07/2022
62c80a869db4f

ევროკომისიის საბიუჯეტო კომიტეტი უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილ $1.5-მილიარდიან სესხს ბლოკავს. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.

საკითხი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილ სესხს უკავშირდება, რომლის გაცემაზე ბანკი გასულ თვეს დათანხმდა, თუმცა EU-ს აღმასრულებელ ორგანოს ის საბოლოოდ ჯერაც არ დაუდასტურებია.

Bloomberg-ის ცნობით, კომისიის წარმომადგენლები პრობლემურ საკითხად უკრაინის დეფოლტირების რისკებს ასახელებენ. მათი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვერ შეძლებს აღნიშნული ვალდებულების მომსახურებას, ევროკავშირი მზად უნდა იყოს ზარალის მისაღებად და სესხის გაცემამდე დაზღვევის შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული.

ზოგადად, სესხის დანაკარგის რეზერვის სახით კომისია თანხის საერთო მოცულობის 9%-ს მოითხოვს, თუმცა ამ შემთხვევაში, საუბარია 70%-იან რეზერვზე, რაც უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნულ სესხს დეფოლტირების მაღალი რისკის ზონაში განიხილავს.

სავარაუდოდ, $1.5-მილიარდიან დახმარებას უკრაინის მთავრობა დაგვიანებით, თუმცა მაინც მიიღებს, მაგრამ მოცემული შემთხვევა აჩენს იმის ფიქრის საშუალებას, რომ სამომავლო დაფინანსებებთან მიმართებით ევროკავშირი მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს და სავარაუდოდ, უკრაინისთვის გათვლილი თანხის საერთო მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირება.

წყარო: BM.GE

Post navigation

Previous: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ
Next: ჩვენ დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.