Skip to content
21/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მშვიდობის შენარჩუნება და ომის სცენარის განეიტრალება არა ცალკეული თანამდებობის პირების, არამედ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიული გათვლებისა და პოლიტიკური ნების შედეგია

მარშალ პრესი 20/07/2026
irakli kipiani

“რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ სივრცეში, კერძოდ თავდაცვის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში, დეკლარირებულია ნორმა, რომელიც სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციის ლეგიტიმაციას ახდენს საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით. გეოპოლიტიკური მოცემულობის ცივი ანალიზი აჩვენებს, რომ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა შიდა პოლიტიკური მითი არ ყოფილა. ახალი საომარი კერის გაჩენა გლობალური მოთამაშეების, მათ შორის გარკვეული დასავლური წრეების პრაგმატულ ინტერესებშიც შედიოდა და გარე ზეწოლა ინტენსიურ ხასიათს ატარებდა.

საუბარია საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფიზიკური განადგურების ეგზისტენციალურ საფრთხეზე, რომელიც ყველაზე ოპტიმისტური სამხედრო გათვლებითაც მაქსიმუმ ორ კვირაში ფატალური შედეგით დასრულდებოდა. მართალია, პირადად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ არაერთი მაღალჩინოსნის განათლებასა თუ პატრიოტიზმს, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს მკაფიოდ ითქვას: მშვიდობის შენარჩუნება და ომის სცენარის განეიტრალება არა ცალკეული თანამდებობის პირების, არამედ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიული გათვლებისა და პოლიტიკური ნების შედეგია.”- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი.

“რა თქმა უნდა, ფიზიკური გადარჩენა არ აუქმებს ქვეყნის შიგნით დაგროვილ მწვავე კრიზისებს. დაბალი პენსიები, მძიმე სოციალური ფონი, სამუშაო ადგილების დეფიციტი და ადამიანური კაპიტალის მასობრივი გადინება უმძიმესი გამოწვევებია. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკა სრულიად სხვა განზომილებაა და მასზე მსჯელობა ცალკე ფორმატს მოითხოვს, მაგრამ ეროვნული მასშტაბის პრიორიტეტების განსაზღვრისას, პირველ ადგილზე ყოველთვის თავად სახელმწიფოს არსებობა-არარსებობის საკითხი დგას.

რადგან გარედან ომში ჩათრევის სცენარმა კრახი განიცადა, დღეს მოქმედების სრულიად სხვა ფაზაა ამოქმედებული. ქვეყნის შიგნით მყოფი რადიკალური ჯგუფები და პირდაპირი მითითებებით მართული ნომრიანი აგენტურა მიზანმიმართულად ცდილობს პროვოკაციების ორგანიზებას. მიმდინარეობს განუწყვეტელი მცდელობა, შეიქმნას ხელოვნური კრიზისი და დაძაბულობის კერები, რათა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოყვანა გაფორმდეს როგორც ჰუმანიტარული თუ თავდაცვითი აუცილებლობა.

სახელმწიფოებრივი მიდგომა ითხოვს ემოციებისგან დაცლილ, პროფესიონალურ ა ნ ა ლ ი ზ ს. ნებისმიერი ქმედება, რომელიც რუსეთს ინტერვენციის ფორმალურ საბაბს უქმნის, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტერორი და საბოტაჟია. ინტელექტუალური რესურსი სრულად უნდა მიიმართოს სუვერენიტეტის დასაცავად და შიდა სუბვერსიული ძალების გასანეიტრალებლად.”- წერს ირაკლი ყიფიანი.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბანკი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ქვემო ნატანების სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.