Skip to content
20/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მხოლოდ ავამყოფურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტვინში შეიძლება დაბადებულიყო ვერსია, რომ ივლისის შუა რიცხვებში ბათუმში არსებული საცობები დაებრალებინათ ქალაქში ბერა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობისთვის

მარშალ პრესი 19/07/2026
david kartvelishvili

მხოლოდ ძალიან ავამყოფურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტვინში შეიძლება დაბადებულიყო ვერსია, რომ ივლისის შუა რიცხვებში ბათუმში არსებული საცობები დაებრალებინათ ქალაქში ბერა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობისთვის, – წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება „აჭარა თაიმსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ თუ პიროვნებაზე გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას – საქართველოს კანონმდებლობა ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს ითვალისწინებს, რაც, მისივე თქმით, „სადეზინფორმაციო ორღობეში მოქმედ” მედიებს შეახსენებს, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სიცრუის გავრცელების თავისუფლებას.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ჩემი “ადვოკატობა” არანაირად არ სჭირდებათ. უბრალოდ, ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, რომ ნებისმიერს შეგვიძლია საკუთარი ღირსების და პატივის დაცვა, ამავდროულად ცილისმწამებელთა დასჯა – ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით. რათა შემდგომში სადეზინფორმაციი ორღობეში მოქმედმა ე.წ. “მედიებმა” – იაფფასიანი რეკლამა, ძვირადღირებულ ფუფუნებაში გადააქციონ.

თუ თქვენზე გავრცელებული გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას – საქართველოს კანონმდებლობა ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს ითვალისწინებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლი და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი დაზარალებულს აძლევს უფლებას მოითხოვოს ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, მისი გავრცელების შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

პირველი ნაბიჯია მტკიცებულებების დაუყოვნებლივ დაფიქსირება: უნდა შეინახოს პუბლიკაცია, ეკრანის ანაბეჭდები (სქრინები), ბმულები, სატელევიზიო თუ ინტერნეტეთერის ჩანაწერები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტს. ამის შემდეგ მიზანშეწონილია ავტორის, რედაქციის ან რესურსის მფლობელის მისამართით გაიგზავნოს ოფიციალური მოთხოვნა ინფორმაციის წაშლისა და უარყოფის გამოქვეყნების შესახებ.

თუ ეს მოთხოვნა უგულებელყოფილია, შემდეგი ეტაპია სასამართლოში სარჩელის შეტანა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად. სარჩელში უნდა იყოს მითითებული კონკრეტული ცრუ განცხადებები, მათი არასწორობის დამადასტურებელი გარემოებები და მოთხოვნა ინფორმაციის უარყოფის, მისი შემდგომი გავრცელების აკრძალვისა და, საჭიროების შემთხვევაში, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსაზრებისა და ფაქტის ერთმანეთისგან გამიჯვნას. მწვავე კრიტიკა, შეფასებები და პოლიტიკური შეხედულებები დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა სარეპუტაციო ზიანის შემცვლელ ქმედებაში ადამიანის დადანაშაულება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს. თუ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია მნიშვნელოვნად ძლიერდება.

საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში არაერთი შემთხვევაა, როდესაც მოსარჩელეებმა ცილისწამების საქმეები მოიგეს. 2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წინააღმდეგ და კომპენსაცია დააკისრა არასანდო ინფორმაციის გავრცელებისთვის. 2025 წელს კი დეპუტატმა ნინო წილოსანმა სასამართლოში მოიგო საქმე სოციალურ ქსელში გავრცელებული ცრუ ბრალდებების გამო. ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სიცრუის გავრცელების თავისუფლებას, ხოლო ცილისწამებისთვის საქართველოში რეალური სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებობს.” – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა
Next: მდაბიო ტყუილია, რომ ბათუმში ჯვრისწერისთვის გზა გადაიკეტა დამსწრე ბერა ივანიშვილის გამო – ასეთ ბოროტ, ქოსატყუილა ნაცლუზერებს რა უნდათ ფართო საზოგადოებაში?! სულხან მესხიძის მსგავსი პერსონაჟების ადგილი უსამშობლოთა ტრაგიკომიკურ შაბაშებზეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.