Skip to content
19/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა

მარშალ პრესი 18/07/2026
748567701_3297499190460282_908644124732100032_n

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება და ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება და დღეს უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ხოლო 60 კილომეტრზე სამუშაოები სწრაფი ტემპით გრძელდება. “2012 წლამდე მთლიანად საქართველოში მხოლოდ 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული და ისიც – ყველაზე მარტივი მონაკვეთი. სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და მთლიანად იქნება აშენებული 52 კილომეტრი.

ახალი გზით ჩვენ გვერდს ვუვლით საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ზონას. შედეგად, მგზავრობის დრო თითქმის მესამედით მცირდება, იზრდება უსაფრთხოება და გადაზიდვების ეფექტიანობა. აქტიურად გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალების მშენებლობა. წელსვე გაიხსნება გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი ნაწილი. ქვეშეთი-კობის ისტორიული პროექტის ფარგლებში – გუდაურამდე მისასვლელი გზა. უკვე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი თბილისის 49-კილომეტრიან შემოვლით გზაზე და ბათუმი-სარფის მაგისტრალზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც ქვეყანაში გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, შენ ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში, ეს ერთადერთხელ გააკეთა ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, როდესაც უცხოური აგენტურა, სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.