Skip to content
18/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ვიმედოვნებთ, რომ მარკო რუბიოს განცხადება „პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე“, დღის წესრიგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგება და საქართველოც ამ ტერორისგან გათავისუფლდება

მარშალ პრესი 17/07/2026
tamar chiburdanidze

„უახლეს ისტორიაში ალბათ არც ერთ პატარა სახელმწიფოს არ განუცდია იმ დონის პოლიტიკური ტერორი, როგორიც განიცადა საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხ ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ტერორიზმს 4 წელია წარმატებით იგერიებს, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან თუ ქვეყნებიდან ტერორი ჯერ კიდევ გრძელდება.

ჩიბურდანიძე იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების მინისტერიალზე გაკეთებული განცხადება პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე, დღის წესრიგში დადგება მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოც ამ ტერორისგან საბოლოოდ გათავისუფლდება.

„უახლეს ისტორიაში ალბათ არც ერთ პატარა სახელმწიფოს არ განუცდია იმ დონის პოლიტიკური ტერორი, როგორიც განიცადა საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერორიზმს 4 წელია წარმატებით ვიგერიებთ, ტერორი ჯერ კიდევ გრძელდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან თუ ქვეყნებიდან. ეს ხორციელდება ორმხრივად, გარე და შიდა ძალებისგან, თუმცა ეს პოლიტიკური ტერორი ვერ აღწევს მიზანს მარტივი მიზეზის გამო, ყველა მცდელობა უძლურია ხელისუფლების გონიერების და ხალხის ძალის წინაშე.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სწორედ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ინიციატივით დაიწყო ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს შეუძლიათ ამის აღკვეთა, პატარა სახელმწიფოები კი ხშირად ამ ტერორის მსხვერპლნი ხდებიან. ბევრი მცდელობის მიუხედავად, საქართველო გადარჩა, თუმცა ბრძოლა ამ უიარაღო ომის წინააღმდეგ, რომელიც ტყვიაზე მეტად მძაფრია, გრძელდება.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პოლიტიკური ტერორიზმი ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელიც დასავლეთის ლიბერალური პოლიტიკის „შედევრია“. სწორედ მემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა აშშ-ს დღევანდელმა ხელისუფლებამ. ეს არის ულტრალიბერალიზმი, რომელიც ანგრევს ღირებულებათა სისტემას და რომელიც შლის სახელმწიფოთა ეროვნულ იდენტობას ყველგან, სადაც შეაღწევს. სწორედ ეს სურდათ საქართველოში უცხოური ფულით დაფინანსებული ქართველი აგენტების ხელით. სწორედ ეს არის მიზანი ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობის, რომელიც გლობალური პოლიტიკის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მმართველობის ბერკეტებს ეჭიდება.

პოლიტიკური ტერორიზმი ყველა ტერორიზმზე ბევრად უფრო საშიშია. ის ნელი სიკვდილით კლავს სახელმწიფოს, რომლის სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის აღდგენაც უკვე შეუძლებელია ან ერის საუკუნოვანი ბრძოლა სჭირდება. სწორედ ეს საფრთხე აგვაცილა თავიდან ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის მათდამი მხარდაჭერამ. სხვა შემთხვევაში ჩვენ უკვე პოლიტიკური ტერორიზმის მსხვერპლად ქცეული ქვეყანა ვიქნებოდით.

ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება „პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე“, დღის წესრიგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგება და საქართველოც ამ ტერორისგან საბოლოოდ გათავისუფლდება. მაგრამ, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი სახელმწიფოების მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებენ. ეს ბრძოლა კვლავ ჩვენი გადასატანია და მას აუცილებლად მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: სერდარ ბერდიმუჰამედოვი – საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე
Next: ირაკლი კობახიძე – თურქმენ კოლეგებთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული დაკავშირებადობის სტრატეგიულ პოტენციალზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.