Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ტექნიკური მთავრობის შექმნა ჩვენს ქვეყანაში დღევანდელი სამართლებრივი მოცემულობით შეუძლებელია. ფაქტია ტექნიკური მთავრობის იდეა, პრემიერ – მინისტრად ნინო ლომჯარია მინისტრად ეკა გიგაური და სხვები ხალხმა არ მიიღო

მარშალ პრესი 08/07/2022
თამთა-მეგრელიშვილი2-640x464-1

წავიკითხე მიხეილ ყაველაშვილის მიერ კელი დეგნანისადმი მიძღვნილი ღია წერილი. მასში ნახსენებ ყველა საკვანძო საკითხს ვეთანხმები, მაგრამ გამოვარჩევ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას. გიორგი მარგველაშვილი, დავით უსუფაშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიშა მშვილდაძე და სხვები ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას იზიარებენ და ეთანხმებიან, რაც მიკვირს, რადგან მათგან ყველას თუ არა, დავით უსუფაშვილს მაინც სამართლებრივი ცოდნა გააჩნია და ამ მოთხოვნის აბსურდულობა კარგად ესმის – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, აკერმანის სახელმძღვანელოდან ტექნიკური მთავრობის იდეის copy- paste აზრს მოკლებულია, რადგან ტექნიკური მთავრობის შექმნა ჩვენს ქვეყანაში დღევანდელი სამართლებრივი მოცემულობით შეუძლებელია.

„წავიკითხე მიხეილ ყაველაშვილის მიერ კელი დეგნანისადმი მიძღვნილი ღია წერილი. მასში ნახსენებ ყველა საკვანძო საკითხს ვეთანხმები, მაგრამ გამოვარჩევ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას.

გიორგი მარგველაშვილი, დავით უსუფაშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიშა მშვილდაძე და სხვები ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას იზიარებენ და ეთანხმებიან, რაც მიკვირს, რადგან მათგან ყველას თუ არა, დავით უსუფაშვილს მაინც სამართლებრივი ცოდნა გააჩნია და ამ მოთხოვნის აბსურდულობა კარგად ესმის.
მხოლოდ პლიტიკური დღის წესრიგით, უფრო პირადი გეგმით დაყენებული მოთხოვნები სამართლებრივ პროცედურულ შესაძლებლობებს მოითხოვს.

აკერმანის სახელმძღვანელოდან ტექნიკური მთავრობის იდეის copy paste აზრს მოკლებულია, რადგან ტექნიკური მთავრობის შექმნა ჩვენს ქვეყანაში დღევანდელი სამართლებრივი მოცემულობით შეუძლებელია. ფაქტია ტექნიკური მთავრობის იდეა პრემიერ – მინისტრად ნინო ლომჯარია მინისტრად ეკა გიგაური და სხვები ხალხმა არ მიიღო.

მათი “გეგმა” გეგმადაც არ იქნა აღიარებული, მაგრამ ოპოზიცია მაინც ხალხის წინააღმდეგ მიდის და პოლიტიკური ჟინით ტექნიკურ მთავრობას ითხოვს. ჩნდება კითხვები, ვინ ან რა ძალები დგანან ამ გეგმის უკან?! გეგმისა რომელსაც ხალხს “ცხვირში ატენით”, ხალხი არ იღებს მაგრამ, არა, იბრძვით რომ მიიღონ!“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

Continue Reading

Previous: – დემონსტრაციები, სხვა დემონსტრაციების მსგავსად, უშედეგოდ დასრულდა, მთავრობა არის სტაბილური, ძლიერი და ვაგრძელებთ ქვეყნის წინსვლას
Next: როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025