Skip to content
15/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი “ფორმულის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მარშალ პრესი 15/07/2026
davit imnadze

ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს. უჩა იმნაძე წერს, რომ ტელეკომპანია “ფორმულა,” ბოლო სამი დღეა, მისი მისამართით, დეზინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ თითქოს ის გაიქცა და ემიგრაციაშია.

იმნაძის განცხადებით, ტელეკომპანიის სპეკულაცია მიუღებელია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მის ყოფნას ყოფილ სამსახურთან კავშირი არ აქვს.

“ბოლო 3 დღეა TV ფორმულა ავრცელებს, რომ თითქოს მე გავიქეცი სამსახურიდან, დავტოვე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და წავედი ემიგრაციაში.

ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ-ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – არანაირი კავშირი ჩემს აშშ-ში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას კავშირი არ აქვს. პირიქით – მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს!” – წერს უჩა იმნაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ბრიუსელისგან განსხვავებით, მსოფლიო ბანკი ადვილად პოულობს საქართველოს მსოფლიო რუკაზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო შუა დერეფნის მარშრუტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია
Next: დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.