Skip to content
14/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს მკაფიო სიგნალი ყველა ოპოზიციური მედიასაშუალებისთვის: მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ტყუილების გავრცელება სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე აღარ დარჩება

მარშალ პრესი 14/07/2026
davit chikhelidze

ექსპერტი დავით ჩიხელიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გოგა ხაინდრავას სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ჩიხელიძის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მედიის თავისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობაც არსებობს.

„ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გოგა ხაინდრავას სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა, მნიშვნელოვანი პრეცედენტია. მედიის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, მაგრამ თავისუფლებასთან ერთად მას პასუხისმგებლობაც ახლავს. დეზინფორმაციის გავრცელება, სიცრუის ტირაჟირება და შეთხზული ბრალდებების ფაქტებად გასაღება არ შეიძლება ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილად ჩაითვალოს. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს მკაფიო სიგნალი ყველა ოპოზიციური მედიასაშუალებისთვის: მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ტყუილების გავრცელება სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე აღარ დარჩება. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სიცრუის თავისუფლებას, ხოლო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მიიღებს.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს
Next: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.