Skip to content
14/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია აბაშიძე: სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს

მარშალ პრესი 14/07/2026
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გოგა ხაინდრავას სარჩელი დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

აბაშიძის თქმით, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს და რაც მეტი სამართლებრივი დავა იქნება, დეზინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ, მით მეტად შეუწყობს ხელს მედიაგარემოს გაჯანსაღებას.

„ სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ავაზაკი კეზერაშვილის „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა, ბინძური ცილისწამება არავის უნდა შერჩეს! რაც მეტი საჩივარი იქნება შეტანილი ბოროტი დეზინფორმატორების წინააღმდეგ, მით უკეთესია მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის, რომელიც ასე დააზიანეს უსამშობლო ე.წ. “ჟურნალისტებმა”.
ცნობისთვის, დავა ეხებოდა „შაბათის ფორმულას“ სიუჟეტს, რომელშიც ითქვა, რომ გოგა ხაინდრავა თითქოს 2016–2017 წლებში სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეების საქართველოში შემოყვანაში მონაწილეობდა თანხის სანაცვლოდ. ხაინდრავა ამტკიცებდა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდება და მისი პატივისა და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: ამ ყველაფრის შემომქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ “დიფ სთეითის” ნარჩენები
Next: დავით ჩიხელიძე: სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს მკაფიო სიგნალი ყველა ოპოზიციური მედიასაშუალებისთვის: მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ტყუილების გავრცელება სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე აღარ დარჩება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.