Skip to content
14/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი რუხაძე: სააკაშვილთან ბადრი პატარკაციშვილის დაპირისპირება დაიწყო გირგვლიანით

მარშალ პრესი 14/07/2026
irakli rukhadze

სააკაშვილთან [ბადრი პატარკაციშვილის] დაპირისპირება იწყება გირგვლიანით. როცა მოხდა გირგვლიანი, იყო როცა აფეთქდა ბოლოს და ბოლოს. შეიძლება ეს ყველაფერი მზადდებოდა და ორთქლი გროვდებოდა, მაგრამ აფეთქება გამოიწვია გირგვლიანმა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ განაცხადა.

რუხაძის თქმით, მას შემდეგ, რაც „იმედმა“ განაცხადა, რომ სახელმწიფომ მოკლა სანდრო გირგვლიანი დაიწყო დაძაბული ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რამაც ფაქტობრივად მისი და ბადრი პატარკაციშვილის ბიზნეს საქმიანობა გააჩერა.

„იმიტომ რომ ბადრის კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, ბადრის სახლი არის იქ. ყველას ჰგონია, რომ ქორწინების სასახლეში ცხოვრობდ, მაგრამ იქ ოფისი ჰქონდა, ცხოვრობდა მთაწმინდაზე და ეხლაც მისი ოჯახის სახლია. მთაწმინდაზე როცა ეს მანქანები მიდიოდნენ იქ, სადაც ეს უბედურება მოხდა, ამ საწყალი ბიჭის, ის გადაიღეს ბადრის კამერებმა, სახლის. ამიტომ ჩვენ გვქონდა კამერები, ნომრები მანქანების და ზუსტად ვიცოდით, ნომრები დადგენილი გვქონდა, რომ ეკუთვნოდა მერაბიშვილის უწყებას. სახელმწიფო ნომრები იყო და ბადრიმ თქვა, რომ ეს აჩვენოს „იმედმა“ და ვერ გაგვაჩერეს. ყველა გვაჩერებდა, ჩემზე გამოდიოდნენ, ყველაზე გამოდიოდნენ… ვერ გაგვაჩერეს და აქედან დაიწყო აფეთქება. „იმედმა“ როცა აჩვენა, რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ეს იყო, რამაც ფაქტობრივად რაღაც მომენტამდე შეუბრუნებლად გააჩერა და დაძაბა ჩვენი ურთიერთობა მთავრობასთან.

იმის მერე ტენდერი არ მომიგია მე. მოგებულ ტენდერებს მიუქმებდნენ. ჩუმად ვმონაწილეობდი, რომ მე არ დავენახე. იყო რამოდენიმე ტენდერი, რომელიც ესე გავაკეთეთ, რომ მე არ დავენახე, რომ ვმონაწილეობდი. მე ვმართავდი ბადრის ფულს მაშინ, რაღაც ნაწილს. ყველაფერი წაგვაგებინეს. როგორც კი მე გამოვჩნდებოდი, იმ წუთში წაგვაგებინებდნენ. ბადრი თუ გამოჩნდებოდა, ხომ საერთოდ კატასტროფა იყო. ეს იყო, სანამ არ მოხდა ეს გარიგება რკინიგზაზე და „იმედის“ გაცვლაზე.“- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

Post navigation

Previous: ასე გამოიყურება კორუმპირებული დეზინფორმატორი ნაგავი – თამარ ჩერგოლეიშვილი ვახო სანაიაზე
Next: ირაკლი რუხაძე: ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.