Skip to content
14/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასე გამოიყურება კორუმპირებული დეზინფორმატორი ნაგავი – თამარ ჩერგოლეიშვილი ვახო სანაიაზე

მარშალ პრესი 14/07/2026
tamar chergoleishvili

ასე გამოიყურება კორუმპირებული დეზინფორმატორი ნაგავი მეგობრებო! – წერს “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიაზე.

ჩერგოლეიშვილის გაღიზიანება სანაიას იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც აღნიშნავს, რომ მას, როგორც ჟურნალისტს, სჭირდება დაინახოს აქტივობა ოპოზიციის მხრიდან.
“ფედერალისტების” ლიდერი ვახო სანაიას და მის კოლეგებს “რუს დეზინფორმატორ მავნებლებს” უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას ზაფხულის განმავლობაში არაერთი აქტივობა ჰქონდა, თუმცა, “ამ კორუმპირებული ყეყეჩების პატრონებს” არ წყალობენ და ამიტომაც ავრცელებენ ისინი დეზინფორმაციას.

“ესაა რუსეთი, სხვა კი არაფერი!

6-16 ივნისი ფედერალისტები ქუთაისში ვიყავით და ყოველდღე “აქტივობა” გვქონდა.

მერე თბილისში გვქონდა “აქტივობები”!

4-11 ივლისი ფოთი ხობი ვიყავით და იქ გვქონდა “აქტივობები”!

უბრალოდ ამ კორუმპირებული ყეყეჩების პატრონებს არ ვწყალობთ და ამიტომ ავრცელებენ დეზინფორმაციას.

ეს რუსი დეზინფორმატორი მავნებლები უნდა განადგურდნენ,” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
Next: ირაკლი რუხაძე: სააკაშვილთან ბადრი პატარკაციშვილის დაპირისპირება დაიწყო გირგვლიანით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.