Skip to content
11/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიპასუხეთ კონკრეტულად თქვენ ორმა, ადამიანებს რომ აგინებდით და ლანძღავდით, ახლა აღარ მონაწილეობთ რუსულ სპეცოპერაციაში? ამ ქოცპროექტში რამდენი რუბლი გინდათ?

მარშალ პრესი 11/07/2026
ketevan mikiashvili

არქეოლოგი, ქეთევან მიქიაშვილი, აჭარის პოპულარიზაციის კამპანიაში ჩართული იმ “ინფლუენსერების” შესახებ წერს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები და ინტერესდება, ზოგიერთი მათგანი, “ქოცებს” რომ წყევლიდნენ და ნახევარ ქვეყანას დღემდე რუსს ეძახიან, “ქოცხელისუფლების” “რუსული ფული” როგორ უნდა აიღონ.

როგორც მიქიაშვილი წერს, საინტერესოა, “შეპყრობილ აქტივისტებს”, რომლებმაც უარი არ თქვეს პროექტში მონაწილეობაზე, რამდენი რუბლი უნდათ და აცხადებს, რომ მათ არ უნდა ეგონოთ, წლების განმავლობაში ხალხის ლანძღვის შემდეგ, ხელისუფლებას “ჩუმად შეეტენებიან” და საზოგადოება ამას ვერ დაინახავს.

“ახლა ვუყურებ ამ გამომყევიაჭარაში კამპანიას, რომელსაც ქოცხელისუფლება, რუსული ფულით აკეთებს, მიხვდებით ამ ლექსიკით რატომაც ვწერ სტატუსის ბოლოში, ჰოდა მონაწილეობას იღებენ ისეთი გამოჩენილი აკაცუკები, როგორებიც მაგალითად სალი წვერავა და მარიამ ჯვართავა არიან, ადამიანები რომლებიც აქციებზე ყავებს არიგებდნენ, დღეებს ათენებდნენ ქოცების წყევლით, რუსს ეძახიან ნახევარ ქვეყანას დღემდე და ჩვეულებრივად შეპყრობილი აქტივისტები არიან, ზოგიერთის თაღლითურ წარსულს ორი წამით თავს დავანებებ და ამდენი ხანი ხალხი რომ აბულინგეთ, ხელისუფლებას ცალკე ვეკითხები ამას, მაგრამ რომ მოიგოთ ეს სისხლიანი რუსული ფული უნდა აიღოთ, ქოცხელისუფლებას უნდა შეუძვრეთ ბოლომდე? მიპასუხეთ კონკრეტულად თქვენ ორმა, ადამიანებს რომ აგინებდით და ლანძღავდით, ახლა ქოცების პროექტის დამრეკლამებელი აკაცუკები რომ ხართ ახლა აღარ მონაწილეობთ რუსულ სპეცოპერაციაში? ქოცების პასუხი კი ვიცი რაც იქნება, ღია კონკურსია, ვისაც უნდა ყველა იღებს მონაწილეობას შეზღუდვა არ არის მონაწილეობის მხრივო, მაგრამ თქვენ ამ ქოცპროექტში რამდენი რუბლი გინდათ პირდაპირ დაწერეთ, რა გგონიათ ასე ხალხს გალანძღავთ წლები, ქვეყნის ძირის მოთხრას ეცდებით, შემდეგ ჩუმად შეტენვას ეცდებით და ჩვენ ვითომ ამას ვერ დავინახავთ?” – წერს მიქიაშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ
Next: სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ანზორ გვარამაძის ვარსკვლავის საზეიმოდ გაიხსნის ცერემონიას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.