Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერ უძლებს კრიტიკას, როდესაც ე.წ. პროამერიკელი უკრაინელი პოლიტიკოსები აფხაზეთსა და ცხინვალზე შეტევისკენ ღიად მოუწოდებენ

მარშალ პრესი 08/07/2022
გია აბაშიძე

„უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სააკაშვილის ომის პარტიასთან უნისონში საქართველოში არეულობას ცდილობს, არაა ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ნამდვილი უცხოელი გულშემატკივრებისთვის. სანქციებზე ვითომ არმიერთებისა და მოხალისეების თვითმფრინავის არგაშვების გამო, საქართველოდან გაიწვიეს უკრაინის ელჩი. გათვლა ყველასთვის ნათელი იყო – მაშინ პოპულარობის ზენიტში მყოფი ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას ქართულ საზოგადოებაში მღელვარებისა და რევოლუციური მუხტის შექმნა უნდა გამოეწვია. თუმცა, აღშფოთება მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა და გეგმა ჩავარდა“– ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით ის გაუგონარი ფაქტები, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სააკაშვილის ომის პარტიასთან უნისონში საქართველოში არეულობას ცდილობს, არაა ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ნამდვილი უცხოელი გულშემატკივრებისთვის.

„პარლამენტარი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისადმი გაგზავნილ ყურადსაღებ ღია წერილში ერთ მნიშვნელოვან თემაზეც, უკრაინელ პოლიტიკოსებზე აკეთებს აქცენტირებას. ის გაუგონარი ფაქტები, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სააკაშვილის ომის პარტიასთან უნისონში საქართველოში არეულობას ცდილობს, არაა ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ნამდვილი უცხოელი გულშემატკივრებისთვის. სანქციებზე ვითომ არმიერთებისა და მოხალისეების თვითმფრინავის არგაშვების გამო, საქართველოდან გაიწვიეს უკრაინის ელჩი. გათვლა ყველასთვის ნათელი იყო – მაშინ პოპულარობის ზენიტში მყოფი ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას ქართულ საზოგადოებაში მღელვარებისა და რევოლუციური მუხტის შექმნა უნდა გამოეწვია.

თუმცა, აღშფოთება მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა და გეგმა ჩავარდა. ამ მიმართულებით, დუმილის პოლიტიკა აშშ-ის ელჩისგან, ქალბატონ დეგნანისგან, რაზედაც წერს “ქართული ოცნებიდან” აწ უკვე გასული დეპუტატი ყაველაშვილი, ბევრისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასევე ვერ უძლებს კრიტიკას ის არაერთი შემთხვევა, როდესაც ე.წ. პროამერიკელი უკრაინელი პოლიტიკოსები – პოდოლიაკი, არესტოვიჩი, გონჩარენკო, დანილოვი, არახამია და სხვები საქართველოს ომში ჩართვისკენ და აფხაზეთსა და ცხინვალზე შეტევისკენ ღიად მოუწოდებენ. მაშინ რომელ ლოგიკურ ჯაჭვში ჯდება ქალბატონი დეგნანის ის განცხადება, რომ აშშ-ს საქართველოში ომი სურს, ეს ФСБ-ს მზაკვრული ნარატივია? გამოდის, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ФСБ-ს გზავნილებს ახმოვანებს და ამას არ ემიჯნება ამერიკის ელჩი? რა, არსებულ სიტუაციაზე ხმა თუ ამოიღეს საქართველოს პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ესეც ФСБ-ს “ნარატივია”? არახამიასა და არესტოვიჩის მშობლიურ ენაზე დავწერ – Что-то не клеится!“- წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: შვეიცარიულმა ბანკმა ზუსტად იმ მეთოდებით მოახდინა [ბიძინა ივანიშვილის] თანხის მიტაცება, როგორსაც ქადაგიძე იყენებდა, როცა „ქართუ ბანკის“ კუთვნილი ფული მოიპარეს
Next: დავიჯერო, არ ათვითცნობიერებთ, რომ ФСБ-ს სახელმძღვანელოებით მოქმედი თქვენი პროტეჟე “ლეგიონი” პირველ რიგში ამერიკას და პირადად თქვენ, როგორც მის წარმომადგენელს, უდიდეს ზიანს და დისკრედიტაციას გაყენებენ?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.