“შვეიცარიულმა ბანკმა ზუსტად იმ მეთოდებით მოახდინა [ბიძინა ივანიშვილის] თანხის მიტაცება, როგორსაც ქადაგიძე იყენებდა, როცა „ქართუ ბანკის“ კუთვნილი ფული მოიპარეს.
ზუსტად იგივე მეთოდებია. შორს არ მიდის ეს ყველაფერი, ამას მაგონებს”- ამბობს “ქართული ოცნების” წევრი გია ცაგარეიშვილი შვეიცარული ბანკ “კრედიტ სუის”-ის მიერ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის გადარიცხვაზე არსებულ შეფერხებასთან დაკავშირებით.
“
მე ვფიქრობ, ეს დავა გაგრძელდება და დასრულდება „კრედიტ სუისის“ სრული მარცხით და არა ერთი და ორი მილიონის დაბრუნება მოუწევს ამ ბანკს, რადგან ეს ფული იყო ბიძინა ივანიშვილის კუთვნილო ფული. მას ეს ფული მოსტაცეს. როგორც ჩანს, ბანკმა გადაწყვიტა, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს. მე ვეყრდნობი ადვოკატის განცხადებას, რომელიც ამბობს, არაფორმალური სანქციების ქვეშ ვიმყოფებითო. უნდა ჰკითხოთ „კრედიტ სუისის“ მესვეურებს, ვისი გავლენის ქვეშ არიან და რატომ იტეხენ ასე სახელს”. – ამბობს გია ცაგარეიშვილი.
