ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეს საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში აშენდა 200 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღი, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან შეძლებს აღსაზრდელების მიღებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთებისა და შიდა სარემონტო სამუშაოები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას.
საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, აჭარის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები გაეცნენ
