Skip to content
10/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 35-ე სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა

მარშალ პრესი 07/07/2026
paata salia beqa dzamashvili giorgi dgebuaZe

მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიგრაციის საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ეროვნული პოლიტიკის, ისე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის კონტექსტში.

პაატა სალიას განცხადებით, თანამედროვე მიგრაციული პროცესების დინამიკა, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და დემოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, სახელმწიფოსგან მოითხოვს მოქნილ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რათა შესაძლებელი იყოს როგორც გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება, ისე არსებული შესაძლებლობების სრულფასოვანი გამოყენება.

მონაწილეებმა ასევე მოისმინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში მიგრაციის სფეროში განხორციელებული უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც მიგრაციის მართვის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებებისა და საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მომზადდა.

კომისიის წევრებმა ასევე შეაჯამეს გაეროს საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმის (IMRF) მეორე შეხვედრის შედეგები, რომლის ფარგლებშიც უწყებათაშორისმა სამთავრობო დელეგაციამ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს გამოცდილება და მიგრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

გაფართოებულ სხდომას, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო კომისიის სამდივნოს ფუნქციას სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ ასრულებს.

Post navigation

Previous: თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია, ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე
Next: ზაალ ანჯაფარიძე: PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ჰააგაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.