Skip to content
09/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ჰააგაში

მარშალ პრესი 07/07/2026
zaal anjaparidze

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს. მისი შეფასებით, რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა ოპოზიციის წარმომადგენლების აქტიური შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან. „ისევე როგორც ცოტა ხნის წინ PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ჰააგაში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე, იქაც ჩაქანდა აქაური რადიკალური ოპოზიციის ჯგუფი და როგორც იტყვიან “იმუშავეს”… ეხლა კი რაც შეეხება რეზოლუციას, რომელსაც ოპოზიცია მხოლოდ მედია ხმაურისთვის გამოიყენებს, და სხვა ვერაფერში. 1. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს ეუთოსთვის სავალდებულო გადაწყვეტილებები. 1. მისი რეზოლუციები არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის წყაროს ან საფუძველს 2. ეუთოში პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება მინისტრთა საბჭოს, ეუთოს მუდმივი საბჭოს, და ეუთოს სამიტის მიერ, და ეს გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ წევრი სახელმწიფოების კონსენსუსით(!!) 3. ამ რეზოლუციის გათრევით, ჯო უილსონმა მისთვის გადახდილი ფული გამოიმუშავა და მეტი არაფერი.“ – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 35-ე სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა
Next: „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.