Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გიორგი ურუშაძემ ჩოხატაურში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

მარშალ პრესი 08/07/2022
0120

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დასრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.

მიმდინარეობს:
სოფელ ჩხაკაურაში, ქვაბღაში, ნაკადულში, სამებაში, შუა ამაღლებაში, დაბლაციხეში, ბუკისციხესა და ზემო ფარცხმაში ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია, ხოლო დაბა ჩოხატაურში მდინარე ორპირას კალაპოტისა და რეკრეაციული ზონის მოწყობა.

დასრულდა:
კოხნარი – საჭამიასერის და ბურნათი -კოხნარის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია. ასევე, სოფელ ქვენობანში მინი სტადიონის და სკვერის მშენებლობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

Post navigation

Previous: პირველი არხი განცხადებას ავრცელებს
Next: „ჩემი ადვოკატის“ თანამშრომელთა ტრენინგი შრომით სამართალში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.