Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

„ჩემი ადვოკატის“ თანამშრომელთა ტრენინგი შრომით სამართალში

მარშალ პრესი 08/07/2022
ჩემი ადვოკატი

„ჩემი ადვოკატის“ თანამშრომლები მოქმედი მოსამართლისგან შრომით სამართალში მიმიდინარე სიახლეებს გაეცნენ და შრომით კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

აღნიშნული სემინარი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორგანიზაციის თანამშრომლებმა შრომით დავების ძირითადი ასპექტები მიმოიხილეს.

ტრენინგები ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

ორგანიზაცია ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე და თანამშრომელთა ტრენინგები ეტაპობრივად, წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„ჩემი ადვოკატი“ ქ.თბილისის მერიის პროექტია, რომელიც თბილისის მოსახლეობას, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში, სრულიად უსასყიდლოდ, იურიდიულ დახმარებას უწევს. მოქალაქეებს ეხმარება სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში და როგორც სასამართლო ისე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში    წარმოადგენლობას ახორციელებს.

Continue Reading

Previous: გიორგი ურუშაძემ ჩოხატაურში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ფიქრები და ლოცვები აბე სინძოს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, საქართველო იაპონიის გვერდით დგას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025