Skip to content
21/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 02/07/2026
005

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

საუბარი შეეხო ეკონომიკურ კავშირებს, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერების საკითხებს. ამ კონტექსტში აღინიშნა შესაძლებლობები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო უზბეკეთს განიხილავს, როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესები და თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე ნება აერთიანებს.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

Post navigation

Previous: ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილის “არალეგიტიმურობის” პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტის „არ დავივიწყოთ ქართულის“ ფარგლებში თეატრალური ნამუშევრის – „ფესვები საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.