Skip to content
02/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ჩაერთნენ

მარშალ პრესი 02/07/2026
ფოტო

სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის  გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი.

პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტია მსჯავრდებულთა განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ყოველწლიურად იზრდება უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა, ფართოვდება საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა და იქმნება სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიური პირობები. პენიტენციურ დაწესებულებებში წარმატებით ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტი“,  რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.

განათლების ხელშეწყობა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროფესიული განვითარება და  საუნივერსიტეტო განათლების მიღების შესაძლებლობა მსჯავრდებულებს საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციაში დაეხმარება.

Post navigation

Previous: ფაშინიანის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სომხეთში არსებული ყველა მობილური ტელეფონის მფლობელთან დაკავშირებული ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს
Next: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.