Skip to content
01/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს შეხვდა

მარშალ პრესი 01/07/2026
d313045e-90c7-4ec0-81a1-49b9a61c7727

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციასთან მრავალწლიან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რასაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვაც ადასტურებს. მთავრობის მეთაურმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელების მზადყოფნა დაუდასტურა.

აღინიშნა, რომ რაგბი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტის სახეობაა და მისი შემდგომი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიო დონის სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას, დაფინანსების მუდმივი ზრდა კი ქართული რაგბის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას ისახავს მიზნად.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა
Next: თეა წულუკიანი თაზო დათუნაშვილს: თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში – მისი მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.