Skip to content
01/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა

მარშალ პრესი 01/07/2026
205

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადასვლა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობაში თვისებრივად ახალ შესაძლებლობებს შექმნის, მათ შორის როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების კუთხით.

საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის განმავლობაში მიღწეულ ხელშესახებ შედეგებს, ასევე სამომავლო თანამშრომლობის კუთხით არსებულ პერსპექტივებს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირად წვლილს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებაში და მას მადლობა გადაუხადა.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.