Skip to content
30/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: აგენტურასთან კითხვა მაქვს – ნატოში და ევროკავშირში შესასვლელად საქართველოს რომელიმე ქვეყანასთან შეერთების გეგმა ხომ არ აქვთ? მაინც ყველაფერზე თანახმა არიან – ცალ ფეხზე დგომაზე, გეი-აღლუმების გამართვაზე და ა.შ

მარშალ პრესი 30/06/2026
guram macharashvili

„ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს, როცა ერთ ქვეყანას ეუბნებიან შეუერთდეს მეორეს და გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მოლდოვას მზადყოფნაზე შეუერთდეს რუმინეთს იმის გამო, რომ ორივე სახელმწიფოს ხალხები ერთ ენაზე საუბრობენ.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლდოვად რუმინეთთან გაერთიანების მზადყოფნა ევრობიუროჯრატების მითითებების შესრულებაზე მიუთითებს. ხოლო, არგუმენტად ენობრივი მსგავსების მოყვანა, მისი თქმით, აბსურდული საკითხია.

„ამ ლოგიკით, უკრაინა და რუსეთიც თითქმის ერთ ენაზე საუბრობენ. სლავური წარმოშობის ენები ბევრ სახელმწიფოშია და მაშინ რატომაა პრობლემები? ეს გამართლება, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ევრობიუროკრატია მოქმედებს პრინციპით – ცუდი ბიჭია, მაგრამ ჩვენი ბიჭია, ცუდ საქმეს აკეთებს, მაგრამ მაინც ჩვენი წარმომადგენელია. და თუ რამე დააშავა, ამ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი ნორმა – ჩემ შვილს ხომ არ მოვაჭრი თავს.

ეს არის მოცემულობა. ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს, როცა ერთ ქვეყანას ეუბნებიან შეუერთდეს მეორეს და გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი. მე ცოტა ხნის წინ ჩვენთან მოქმედ აგენტურასაც დავუსვი კითხვა, ხომ არ აქვთ გეგმა საქართველო შეუერთდეს რომელიმე ქვეყანას, რადგან ყველაფერზე – ცალ ფეხზე დგომაზე, გეი-აღლუმების გამართვაზე და სხვა ყველაფერზე არიან თანახმა. იქნებ მათაც აქვთ ასეთი გეგმა და ამით მარტივად შევალთ ნატოში და ევროკავშირში. მათი ლოგიკით, უნდა მივბაძოთ მოლდოვას. მოლდოვამ ეს გამოსავალი ნახა. თუ უწუნებენ ამ გეგმას თქვან, რომ არაა სწორი და თუ იწონებენ, მაშინ გვითხრან – ხომ არ უნდა შევუერთდეთ რომელიმე ქვეყანას, რათა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გავხდეთ?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული
Next: ზაქარია წიკლაური: პეტერ ფიშერი იყო ელჩი, რომელიც არღვევდა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს – თავად იყო პოლარიზაციის ინიციატორიც და აქტორიც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.