Skip to content
30/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული

მარშალ პრესი 30/06/2026
jaba khubua

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში წარმატებით მოახდინა პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით ისეთი ფასეული და აღმატებული ცნებების დევალვაცია, როგორიც არის ,,პოლიტიკური პატიმარი”, ,,სინდისის პატიმარი”, ,,რეჟიმის მსხვერპლი” – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ხუბუას განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმთან მებრძოლი ხალხისთვის სამართლიანობისთვის მებრძოლი ქართველი დედის სახე – ირინა ენუქიძეა, ქალის ეს სახე კი „ნაცმოძრაობამ“ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული თორნიკე გოშაძის დედის, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის, მარიზი კობახიძის, დონემდე დაიყვანა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში წარმატებით მოახდინა პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით ისეთი ფასეული და აღმატებული ცნებების დევალვაცია, როგორიც არის ,,პოლიტიკური პატიმარი”, ,,სინდისის პატიმარი”, ,,რეჟიმის მსხვერპლი” და ა.შ. დიახ, ძალადობრივი პროტესტისა და ანტიკონსტიტუციური დემონსტრაციების მონაწილეთათვის, პრეზიდენტის სასახლეს ფიზიკურად რომ დაესხნენ თავს, რუსთაველის გამზირი პეტარდებით გადაბუგეს და სამართალდამცველებს ,,მოლოტოვის კოქტეილები” ესროლეს, ,,პოლიტიკური პატიმრებისა” თუ ,,სინდისის პატიმრების” დარქმევა ამ პოლიტიკურად წმიდათაწმიდა ცნებების გააბახებაა.

თუმცა, ყველაზე ცუდი მაინც ის არის, რომ ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული. ჩვენთვის, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან უთანასწორო ომი გადავიხადეთ, სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის, ღირსებითა და მაღალი შეგნებით შემკული მამაცი წართველი ქალის სახე-სიმბოლოს ირინა ენუქიძე წარმოადგენს, აკაცუკურ-სექტანტური მოძრაობის კაბადონზე კი იგივე სიმბოლოდ მარიზი კობახიძის ვარსკვლავი ანთილიყო. როგორც იტყვიან, იგრძენით განსხვავება!“- წერს ხუბუა.

Post navigation

Previous: თორნიკე მოლაშვილი: ცოტნე ივანიშვილს უსაუბრია „ქართველ“ აგენტებზე და თითქოს ყველას სათქმელი თქვა – დიახ, ქართველი ხალხი ვერ დაიქირავებს იმ პოლიტიკოსს, რომელიც უკვე დაქირავებულია უცხო ძალის მიერ
Next: გურამ მაჭარაშვილი: აგენტურასთან კითხვა მაქვს – ნატოში და ევროკავშირში შესასვლელად საქართველოს რომელიმე ქვეყანასთან შეერთების გეგმა ხომ არ აქვთ? მაინც ყველაფერზე თანახმა არიან – ცალ ფეხზე დგომაზე, გეი-აღლუმების გამართვაზე და ა.შ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.