Skip to content
29/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის ძალიან დიდი ნაკლებობა არსებობდა საქართველოში და ძალიან მიხარია, ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრების ხარჯზე

მარშალ პრესი 29/06/2026
tsotne ivanishvili1

ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, რომელიც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო. როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდებთან დიალოგის გაგრძელებას აპირებს. ცოტნე ივანიშვილი ამ ფაქტს დადებითად აფასებს, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოში დიალოგის და განსხვავებული აზრების გაცვლის ნაკლებობა არსებობდა, კონფერენციების ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრის ხარჯზე კი ამ მიმართულებით პროგრესი შეინიშნება.

“დასკვნითი ღონისძიება იყო, მაგრამ ვესაუბრე ბორდის წარმომადგენლებს და არ ვიცი ზუსტად როგორი ფორმატით, მაგრამ აპირებენ, რომ ზოგადად დიალოგი განაგრძონ ახალგაზრდებთან. მე პირადად ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ნაკლებობა არსებობდა კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის საქართველოში და ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც უკვე არის ამ შეხვედრების ხარჯზე, ძალიან მიხარია. დიდი იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში კარგად მოახერხებენ იმას, რომ ეს ფორმატი განაგრძონ, გააუმჯობესონ და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებითაც თუ წამოვა ინიციატივები, რომ მეტი დიალოგი დაინერგოს, ძალიან კარგი იქნება,” – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

Post navigation

Previous: ცოტნე ივანიშვილი: საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული გახარიას პარტიის წევრებისგან, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა – ეს ყველაფერი, ძალიან სამწუხარო იყო და ცუდია საქართველოსთვის
Next: ცოტნე ივანიშვილი: არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის – აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.