Skip to content
29/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი: საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული გახარიას პარტიის წევრებისგან, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა – ეს ყველაფერი, ძალიან სამწუხარო იყო და ცუდია საქართველოსთვის

მარშალ პრესი 29/06/2026
tsotne ivanishvili

პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან, ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით, რა სიძლიერით – ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წვერებისგან, – ასე უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვას პარლამენტში მოხმდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, კადრებში ნათლად გამოჩნდა, გახარიას პარტიის წევრების მიერ მიყენებული არაერთი ვერბალური შეურაცხყოფა, თუმცა, სამწუხარო და ქვეყნისთვის ცუდი უწოდა ფიზკური დაპირისპირების ფაქტს. ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ არაერთი ქვეყნის პარლამენტში ხდება მსგავსი სახის კონფლიქტი.

“კადრები თუ ნახეთ, ნახავდით, რომ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა და ნათლად გამოჩნდა, რომ ვერბალურიც იყო. როგორც უკვე ვთქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან უშნო საყურებელი იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი საქართველოსთვის.
სხვათა შორის, თუ გადახედავთ, ძალიან ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც, ა.შ. – საკმაოდ ხშირია ასეთი სახის კონფლიქტები, რაც აგრეთვე ძალიან უშნოა, რა თქმა უნდა.
ცოტა სასაცილოა გამოძიებასთან დაკავშირებით ამდენად ყურადღების გამახვილება, იმ ფონზე, რომ, როგორც გითხარით, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ძალიან ხშირი არის,” – აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.

ოპოზიციური არხის ჟურნალისტის შეფასებით, ამ განცხადებით, ივანიშვილი “მწვანეს უნთებს პარლამენტში მოქმედ თანამდებობის პირზე ძალადობას.”

ჟურნალისტის შეფასების საპასუხოდ, ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა: “არსებობს ფილოსოფიურ ლოგიკაში ე.წ. ჩალის კაცის არგუმენტი, როდესაც მოსაუბრის თეზისს ამახინჯებ, იმისთვის, რომ დამახინჯებულ თეზისს შეუტიო. მე როდის ვთქვი რომ ჩვეულებრივი ამბავია? მე ვთქვი ის, რომ ეს ყველაფერი არის ძლაიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და ცუდი დასანახი”.

Post navigation

Previous: ,,ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც პირველ რიგში, არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“ – გიორგი პატარიძე
Next: ცოტნე ივანიშვილი: კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის ძალიან დიდი ნაკლებობა არსებობდა საქართველოში და ძალიან მიხარია, ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრების ხარჯზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.