Skip to content
29/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია

მარშალ პრესი 29/06/2026
premieri kazaxetshi

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია. ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაევი დახვდა.

ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვთან. შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობით ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია ცოტათი შეიძლება გამოსწორდეს
Next: ზურაბ ქადაგიძე: ელენე ხოშტარია აბსოლუტურად კანონგარეშე მოქმედებს – ის არ თანამშრომლობს არც ერთ სახელმწიფო უწყებასთან და საკუთარი მდგომარეობით პოლიტიკური ქულების დაწერა სურს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.