Skip to content
29/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობით ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია ცოტათი შეიძლება გამოსწორდეს

მარშალ პრესი 29/06/2026
shalva papuashvili1

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობით ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია ცოტათი შეიძლება გამოსწორდეს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, დღეს სიძულვილის ენა ქართველი ხალხისთვის პროევროპელობასთანაა ასოცირებული.

„სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს ბევრ რამეს. პირველი, გარედან თავსმოხვეული სიძულვილი შემცირდება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია მათ შორის, პოლიტიკური დებატებისთვის. როდესაც ლანძღვა-გინებაზეა გადასული პროევროპული ძალები, რა თქმა უნდა, იქ ითრგუნება ყველანაირი ღია დისკუსია. ამიტომ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისა და უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხი, რომ არ იყოს წაქეზება ესკალაციის, სიძულვილის ენის გამოყენების მეშვეობით ურთიერთობების ესკალაციისა. მეორე, რასაც ეს მოიტანს არის ის, რომ ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია ამით ცოტათი შეიძლება გამოსწორდეს.

დღეს, სიძულვილი ქართველების თვალში ასოცირებულია პროევროპელობასთან. ვხედავთ ჩვენ, რომ ისინი, ვინც იბრალებენ პროევროპულობას, არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები სოცმედიაში და არამხოლოდ. რაც ზიანდება ამით არის თავად ევროკავშირის რეპუტაცია. ასე რომ თუკი ევროკავშირს არ უნდა, რომ კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვა-გინებასთან და სიძულვილის ენასთან, ვფიქრობ, რომ ევროკავშირიც უნდა იყოს გულშემატკივარი ამ წამოწყების, რაც საბოლოო ჯამში აიძულებს ე.წ. პროევროპულ ძალებს, რომ დაუბრუნდნენ ზრდილობიან, უხამსობის გარეშე რიტორიკას და ამით გაგვაგებინონ რა სურთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი ექსპერტის დადებითი შეფასება ადასტურებს, რომ პრაგმატიზმზე, სტაბილურობასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას ქვეყნისთვის რეალური და გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.