Skip to content
21/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიქტორ ყიფიანზე გამახსენდა,ოღონდ იმ სხვაობით, რომ ის პატიოსანი კაცი იყო, ეს კიდევ, გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი

მარშალ პრესი 28/06/2026
giorgi gamsakhurdia

გიორგი გამსახურდია, ეროვნული მოძრაობის დროს მის სახლში მომხდარ ისტორიას იხსენებს, როდესაც ავეჯის რესტავრატორმა, ზვიად გამსახურდიას განუცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლას და პარტიის შექმნას აპირებდა.

როგორც გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, ეს ისტორია ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტიის დაფუძნებამ გაახსენა, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ავეჯის რესტავრატორი პატიოსანი ადამიანი იყო, ყიფიანი კი – “გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი.”

“ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ჩვენს სახლში მოღვაწეობდა კაცი, რომელიც კოწიას ნაქონ ავეჯს რესტავრაციას უკეთებდა. ჟარგონულად, ე.წ “აბოიშჩიკი”.
როდესაც მორჩა ეს კაცი საქმეს, ზვიადს თხოვა, ბატონო ზვიად, თქვენთან საქმე და სასაუბრო მაქვსო. რა თქმა უნდა, ზვიადმა თანხმობა განუცხადა და საუბარიც შედგა. საუბრის შინაარსი იყო რომ ამ კაცმა უთხრა ზვიადს, პოლიტიკაში უნდა წავიდე და პარტია უნდა შევქმნაო. ზვიადმა, წარმატება უსურვა და იმ კაცმაც გააკეთა პარტია.
ეს ამ ვიქტორა ყიფიანზე გამახსენდა,ოღონდ იმ სხვაობით, რომ ის პატიოსანი კაცი იყო, ეს კიდევ, გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი. კიდევ რაღაც, არ დავწერ, უფლებებს ლახავსო იტყვიან,” – წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო” დააფუძნა.

Post navigation

Previous: პაატა სალია: სახელმწიფო დგას ძლიერ საჯარო ინსტიტუტებზე, თავისმხრივ, ძლიერი საჯარო ინსტიტუტები იქმნება პასუხისმგებლიანი, ერთგული, პროფესიონალი ადამიანებისაგან
Next: დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი ექსპერტის დადებითი შეფასება ადასტურებს, რომ პრაგმატიზმზე, სტაბილურობასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას ქვეყნისთვის რეალური და გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.