Skip to content
28/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პაატა სალია: სახელმწიფო დგას ძლიერ საჯარო ინსტიტუტებზე, თავისმხრივ, ძლიერი საჯარო ინსტიტუტები იქმნება პასუხისმგებლიანი, ერთგული, პროფესიონალი ადამიანებისაგან

მარშალ პრესი 28/06/2026
paata salia

ეს ფორუმი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, სპეციალისტები მონაწილეობენ და მსჯელობენ იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს საჯარო სამსახურის მომავალი, როგორი უნდა იყოს მომავლის საჯარო სერვისები, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საჯარო სერვისების ფორუმზე საუბრისას.

მისივე თქმით, ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველოს შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარებაა ქვეყნის მიერ ჩატარებული რეფორმებისა.

„საქართველო თავისთავად შემთხვევით არ იქნა შერჩეული ფორუმის ჩატარების ადგილად, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარება იმ რეფორმებისა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ბოლო პერიოდში ატარებს განსაკუთრებით საჯარო მმართველობის სფეროში.

სწორედ ადამიანის ირგვლივ უნდა იქმნებოდეს ყველა ეს სერვისი, არანაირი ფასი არ ექნება არც შენობებს, არც საუკეთესო ინფრასტრუქტურას თუ ეს სერვისები ადამიანებზე მორგებული არ არის, ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მას უსმენს, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ ხელი შეუწყოს თითოეული ადამიანის კეთილდღეობას და მათ შორის კეთილდღეობის ერთ-ერთი ნაწილი არის ის, რომ სახელმწიფო სერვისები იყოს ხელმისაწვდომი მარტივად. ეს სერვისები იყოს ეფექტური და ეს სერვისები იყოს თანამედროვე და ინოვაციური“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო დგას ძლიერ საჯარო ინსტიტუტებზე, თავისმხრივ, ძლიერი საჯარო ინსტიტუტები იქმნება პასუხისმგებლიანი, ერთგული, პროფესიონალი ადამიანებისაგან.

„ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, პირველ რიგში იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს ცნობადობა. ძალიან ბევრმა მონაწილემ პირველად შეიტყო თუ რამდენად წინ არის დღეს საქართველო საჯარო სერვისების მხრივ მსოფლიოში. ბევრმა მათგანმა სხვათაშორის გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენთან მჭიდროდ ითანამშრომლონ და ჩვენი მაგალითი გადაიტანონ თავიანთ ქვეყნებში. ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო ბევრი მოწინავე ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, ჩვენ ერთმანეთს სწორედ ჩვენი მიღწევები, ჩვენი გამოწვევები, ჩვენი ამოცანების შესახებ ინფორმაცია გავუზიარეთ, რაც რა თქმა უნდა იმისათვის, რომ ჩვენ განვსაზღვროთ რა არის ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა
Next: ვიქტორ ყიფიანზე გამახსენდა,ოღონდ იმ სხვაობით, რომ ის პატიოსანი კაცი იყო, ეს კიდევ, გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.