Skip to content
27/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მკურნალი ექიმის განცხადბას ეხმაურება.

მარშალ პრესი 27/06/2026
giorgi pataridze

“ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტიკულად მესამედ მიწევს უკვე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ წინა ჯერზე, იმ სავალდებულო და მართლაც რომ ძალიან მარტივი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, მყისიერად მოხდა ელენე ხოშტარიასთან შესაბამისი დარგის სპეციალისტი ექიმის, ქალბატონი მაკა იოსელიანის დაშვება. ეს განხორციელდა, პრაქტიკულად, 15 წუთის განმავლობაში, როგორც ჩემს მიერ იქნა წინასწარ აღნიშნული.

შემდეგ, როდესაც სპეციალისტი, ქალბატონი მაკა იოსელიანი გამოვიდა უკვე მსჯავრდებული ხოშტარიასგან, მან, ცოტა არ იყოს, და გასაკვირიც იყო პირადად ჩემთვის, მოაწყო, პრაქტიკულად, ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ პაციენტის, ელენე ხოშტარიას მდგომარეობა არის იმდენად მძიმე და მას აქვს ისეთი ტკივილები, რომ, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია მისი გასინჯვა.

რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური და პირადად მე თვალყურს ვადევნებ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, მივიღე გადაწყვეტილება მყისიერად და დავავალე ჩვენი სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომ მომხდარიყო კომუნიკაცია ქალბატონ მაკა იოსელიანთან, რათა მასთან მომხდარიყო შეხვედრა. მან დაურეკა, შემდეგ მისწერა მას ეს-ემ-ეს-ითაც თუმცა რეაგირება იყო საკმაოდ გვიან. დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაგვცა მან პასუხი. ჩვენ შევთავაზეთ შეხვედრა გუშინ, დღის ნებისმიერ პერიოდში, თუმცა, სამწუხაროდ და ჩემდა გასაოცრად, პასუხი მივიღე, რომ მას უბრალოდ, ასე ვთქვათ, არ ეცალა და შეძლებდა ჩვენთან შეხვედრას მხოლოდ და მხოლოდ ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით, ვციტირებ, დაახლოებით 5 საათზე.

ახლა მე მინდა გკითხოთ თქვენ, მე მინდა ვკითხო საზოგადოებას: თუ ადამიანი განიცდის ისეთ ტკივილს, რომ წარმოუდგენელია მისი განისჯვა – ეს ექიმის შეფასებაა და ვციტირებ მაკა იოსელიანის სიტყვებს – როდესაც ექიმი აფასებს ასე მდგომარეობას პაციენტისას, რომ მას გააჩნია ისეთი ტკივილები, რომ პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო მისი გასინჯვა, მესმის, რომ შეიძლება დაკავებული ქალბატონი ბრძანდება, თუმცა მე ვფიქრობ, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა გადაედო ყველაფერი და ეს უნდა ყოფილიყო მისთვის უმნიშვნელოვანესი, რომ მომხდარიყო ჩვენთან შეხვედრა; გაგვეცვალა, აზრები, დაგვეგეგმა, გაგვეწერა შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და დაგვეგემა სამომავლო გეგმები მსჯავრდებულთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, გულწრფელად ვამბობ, პირადად ჩემთვის ეს იყო მართლაც უბრალოდ გაუგებარი”, – ამბობს გიორგი პატარიძე.

Post navigation

Previous: პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება
Next: მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას ექიმს: მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და რეალური დინამიკა მივცეთ ამ პროცესს”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.