Skip to content
27/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება

მარშალ პრესი 27/06/2026
1782555061-navrocki

პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტში ქვეყნის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად.

პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებული 36 წლის უკრაინის მოქალაქეა, რომელმაც ერთ-ერთ ონლაინპლატფორმაზე პოლონეთის პრეზიდენტის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებები გაავრცელა.

„მასალების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ გამომძიებლებმა დაუყოვნებლივ დაადგინეს ამ პირის ვინაობა და ადგილსამყოფელი. გამომძიებლებმა დააკავეს 36 წლის მამაკაცი, რომელიც ონლაინ, საჯაროდ დაემუქრა პოლონეთის პრეზიდენტს“,– განაცხადა საქალაქო პოლიციის წარმომადგენმა, ანნა ბარანმა.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, ბრალი წარედგინება პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური ორგანოს შეურაცხყოფისთვის, რაც პრეზიდენტის მიმართ გავრცელებულ მუქარას უკავშირდება. აღნიშნული ქმედება პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით ისჯება და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

Post navigation

Previous: გიორგი პატარიძე: ,,თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ კონკრეტულ საქმეზე და კონკრეტული პროცესების მართვაზე, მაშინ მე იძულებული ვიქნები, უკვე სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა მე ვიცავ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ”
Next: სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მკურნალი ექიმის განცხადბას ეხმაურება.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.