Skip to content
27/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ, ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის, განათლების, პატრიოტიზმის და კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს

მარშალ პრესი 26/06/2026
irakli kobakhidze23

შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, რასაც ადასტურებს მონაცემები ყველა მიმართულებით, მთავარია, გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე რა თქმა უნდა, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ გააგრძელოს აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე.

„ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ. ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის უკიდურეს დეფიციტს, განათლების უკიდურეს დეფიციტს და პატრიოტიზმის უკიდურეს დეფიციტს, კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული მოვლენა და სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ერთ წელიწადში მოახერხეთ საკუთარი საარჩევნო შედეგის განახევრება. ნამდვილად ტრაგიკულია ის უკიდურესი სიმწირე, რასაც თქვენ ავლენთ ამ პოლიტიკურ დისკუსიაში. ელემენტარულად როდესაც პარლამენტში გაქვს ოპოზიციურ ფრაქციასთან დისკუსია ეს უნდა იყოს საინტერესო. შენ არგუმენტებს უნდა დაუპირისპირდეს არგუმენტები, შენ ციფრებს უნდა დაუპირისპირდეს ციფრები, შენ ფაქტებს უნდა დაუპირისპირდეს ფაქტები.

არცერთი ციფრი, არცერთი ფაქტი, არცერთი არგუმენტი, არანაირი არაფერი, აი ეს არის ტრაგიკული სახე რაც კიდევ ერთხელ ავლენს ინტელექტის ცოდნის და კეთილსინდისიერების დეფიციტს. რაც შეეხება ჩვენს დღის წესრიგს, ჩვენი ამოცანაა განვაგრძოთ აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, რასაც ადასტურებს მონაცემები ყველა მიმართულებით. მთავარია, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე რა თქმა უნდა, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს – თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ამას საზოგადოება ხედავს
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ აჭარისწყლის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.