Skip to content
27/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს – თავმჯდომარე გაქცეულია გერმანიაში, როცა გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად გაუზრდელი კაცი, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ამას საზოგადოება ხედავს

მარშალ პრესი 26/06/2026
irakli kobakhidze

მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ადამიანი ხელს მოაწერს ჯაშუშობის ხელშეკრულებას, იქვე მთავრდება ქვეყნის შვილობა.

„დღეს ანგარიშში საუბარი მქონდა უამრავ საკითხზე. ელემენტარულად ამ ქვეყნის შვილი ხომ გქვია ფორმალურად მაინც, არ უნდა გაინტერესებდეს რა ხდება ინფრასტრუქტურაში, რა ხდება ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში? არანაირი კითხვა, არანაირი ჩაღრმავება, არაფერი. რატომ? საერთოდ ისინი ვერ აღიქვამენ საკუთარ თავს ამ ქვეყნის შვილებად. ჩემი რჩევა, როგორც კი ხელს მოაწერ ჯაშუშობის ხელშეკრულებას, იქვე მთავრდება შენი ქვეყნის შვილობა. იქ უკვე გამორიცხულია რაიმე გაინტერესებდეს და პირიქით ასეთ ადამიანებს და ჩვენ ამის მაგალითი უამრავი მოგვისმენია, არ უხარიათ სპორტული წარმატება, კულტურის სფეროში წარმატება, ეკონომიკური წარმატება, ეს წყინთ. ასეთია აგენტის და ჯაშუშის ბედი, რისი მაგალითებიც არიან ამ კონკრეტული ფრაქციის წარმომადგენლები.

მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, ამათი თავმჯდომარე და გერმანიიდან რომ გავალებენ უზრდელობას და შენ რომ ასრულებ. გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი. რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ამას ხომ საზოგადოება ხედავს. მე ერთი „ტყუილი“ რაც ვთქვი, იყო ის რომ გაუნახევრდათ მათ შედეგი ერთ წელიწადში. აღმოჩნდა ტყუილი, სინამდვილეში სამჯერ და მეტჯერ აქვთ შემცირებული შედეგი. მათ 2024 წლის არჩევნებში მიიღეს 161 521 ხმა და უკვე ერთ წელიწადში, როდესაც ოპოზიციაში კონკურენტი თითქმის აღარ ჰყავდათ და მეტი უნდა აეღოთ ამ დროს, მიიღეს 49 820 ხმა. ხალხი ძალიან კარგად არჩევს აგენტურას და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ლიზა გეგეჭკორი: თენგიზ შარმანაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რაც მშვენივრად იცის მოღალატე გახარიას ქვეშემრდომმა ბერდიამ, უბრალოდ, აი ასეთი მომცროა, რომ ამ პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის ადამიანს
Next: ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ, ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის, განათლების, პატრიოტიზმის და კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.