Skip to content
07/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი Credit Suisse-ზე: აბსტრაქტულად საუბრობენ, რომ თითქოს მათ გააჩნიათ საფუძველი და რეალურად უსაფუძვლოდ ედავებიან ადამიანს – როგორც ჩანს, ამას იყენებენ გარკვეული წნეხისთვის

მარშალ პრესი 07/07/2022
ანრი ოხანაშვილი

ამ ინსტიტუციას [Credit Suisse] ძალიან მძიმე რეპუტაციულ ზიანს მოუტანს, იმიტომ, რომ აბსტრაქტულად საუბრობენ, რომ თითქოს მათ გააჩნიათ საფუძველი და რეალურად უსაფუძვლოდ ედავებიან ადამიანს და როგორც ჩანს, ამას იყენებენ გარკვეული წნეხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუცია არის სარეკომენდაციო ხასიათის, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.

„მეორე ფაქტი ის არის, რომ ეს რეზოლუცია არის სარეკომენდაციო ხასიათის, რომელსაც არავითარი სამართლებრივი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ძვირად დაუჯდება ამ კონკრეტულ ინსტიტუციას, [Credit Suisse] რომელიც უნდა ზრუნავდეს პირველ რიგში მის რეპუტაციაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული ვალდებულებების უხეშ დარღვევებზეა საუბარი.

Post navigation

Previous: მამუკა არეშიძე: რუსეთისთვის მიუღებელია პოსტსაბჭოთა სივრცის ნებისმიერი ქვეყნის რომელიმე დასავლურ სტრუქტურაში გაწევრიანება
Next: ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე – გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე, აბა, სცადონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.