Skip to content
27/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ, ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, ახლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული

მარშალ პრესი 26/06/2026
iraki kobakhidze

აგენტურა მოქმედებდა დავალების შესაბამისად, მათ დაავალეს პარლამენტში არშესვლა და ახლა უკვე გვესმის გარკვეული განცხადებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს იყო აბსოლუტურად კოორდინირებული პროცესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ, ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საპარლამენტო მანდატებით, ახლა კი დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული.

„საბოლოო ჯამში, კარგად მოგეხსენებათ, როგორ წარიმართა პროცესები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამ აგენტურას, რომელსაც ეწოდებოდა ფორმალურად ოპოზიცია, სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, მათ ოპოზიციას ვერ დავარქმევთ. ეს აგენტურა მოქმედებდა დავალების შესაბამისად, მათ დაავალეს პარლამენტში არშესვლა და ახლა უკვე გვესმის გარკვეული განცხადებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს იყო აბსოლუტურად კოორდინირებული პროცესი. აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ, ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით. ახლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ჯუმათში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.